სტამბოლში გერმანიის საკონსულოს პოლიციამ ალყა შემოარტყა

სტამბოლის პოლიციამ ალყა შემოარტყა გერმანიის გენერალურ საკონსულოს, რათა საკონსულოსთან დაგეგმილი აქციების დროს შესაძლო გართულებები თავიდან აიცილოს.
საკონსულოსთან ხუთშაბათს საპროტესტო აქცია გაიმართა, მას შემდეგ, რაც ბუნდესტაგმა ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს მომხდარი სომეხთა გენოციდი აღიარა. გუშინდელი დღიდან გადაკეტილია საკონსულოსთან მიმავალი ქუჩა. პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად წყლის ჭავლიანი მანქანები მოამზადა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე უწოდა გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილებას „ისტორიული შეცდომა“, რომელიც გერმანიისა და თურქეთის ურთიერთობებს მნიშვნელოვნად გაართულებს. თურქეთის ელჩი ჰუსეინ ავნი კარსლიოღლუ ანკარაში კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები