კლინტონი – ტრამპის გამარჯვება კრემლს გაახარებს

„იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, ეს კრემლს გაახარებს“,- ამის შესახებ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა.
„ახლა მოსკოვსა და პეკინს ძალიან შურთ იმ კავშირების, რაც ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში დავამყარეთ, ვინაიდან ამას ვერაფერს უპირისპირებენ. მათ ძალიან გაუხარდებათ, თუ პრეზიდენტი გახდება ადამიანი, ვინც ძალის ამ წყაროს საფრთხის ქვეშ დააყენებს. ამის დაშვება არ შეიძლება“, – განაცხადა კლინტონმა.
ამის საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ კლინტონი აღარ იწვევს ნდობას, ვინაიდან მას ძალზე ბევრი წარუმატებლობა ხვდა წილად. მილიარდერმა განაცხადა, რომ კლინტონის მიერ პირადი ელექტრონული ფოსტიდან სამსახურებრივი მიმოწერის წარმოების გამო ის ციხეში უნდა იჯდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები