რუსეთის სატვირთო ავტომობილების მძღოლებს თურქეთმა სავიზო რეჟიმი დაუწესა

რუსეთის სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, რომლებიც თურქეთში ჩადიან, ანკარამ სავიზო რეჟიმი დაუწესა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. როგორც თურქეთის საერთაშორისო გადაზიდვების ასოციაციის დირექტორმა ფატიხ შენერნა განაცხადა, ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის ინციდენტამდე ორ ქვეყანას შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი მოქმედებდა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში რუსეთმა ცალმხრივად შემოიღო სავიზო რეჟიმი, მათ შორის თურქეთის სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის. ამის შემდეგ თურქი მძღოლები ალტერნატიულ – კასპიის მარშრუტზე გადაერთნენ.
შენერის თქმით, ანკარა დიდი ხნის განმავლობაში რუსი მძღოლებისთვის სავიზო რეჟიმს არ აწესებდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ თურქეთის საქონლისთვის მთელი რიოგი შეზღუდვების დაწესებამ გამოიწვია. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები დიალოგის რეჟიმს დაუბრუნდებიან და ამ პრობლემასაც მოაგვარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები