სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრი – სირიაში მაისში 872 მშვიდობიანი პირი დაიღუპა

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში სირიაში 872 მშვიდობიანი პირი დაიღუპა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულთა მესამედი ქალები და ბავშვები არიან. 498 პირი ასადის რეჟიმის ძალების მიერ შეტევებს ემსხვერპლა, მათ შორის 73 ქალი და 89 ბავშვია. გარდა ამისა, ცენტრის მონაცემებით, 49 მშვიდობიანი პირი რუსეთის ავიადარტყმებს შეეწირა.
სირიის ოპოზიციის ძალების შეტევების დროს 91 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – 31 ქალი და 19 ბავშვი, 15 მშვიდობიანი პირი კი საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმებს შეეწირა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მძვინვარებს. ამ ხნის განმავლობაში 250 ათასი ადამიანი დაიღუპა და 10 მილიონზე მეტმა საკუთარი საცხოვრებელი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები