თურქეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი ტერორისტი გაანადგურა

თურქეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა. შეტევის შედეგად ისლამისტების ხუთი „ბოევიკია“ ლიკვიდირებული. ავიადარტყმა ეშ-შეიხის და იარმულის პროვინციებში განხორციელდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამავე სააგენტოს ცნობით, თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ პოზიციებიც დაბომბეს. შეტევის შედეგად ტერორისტთა სამალავები და იარაღის საწყობები განადგურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები