გერმანიის პარლამენტმა სომხების გენოციდი აღიარა

გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მომხდარ მოვლენებს სომხების გენოცოდის კვალიფიკაცია მისცა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
კენჭისყრამდე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა გერმანიის პარლამენტში სომხების გენოციდის აღიარებაზე დაგეგმილ კენჭისყრას „მეგობრობის ტესტი“ უწოდა. როგორც თურქეთის პრემიერმა განაცხადა, გერმანიაში 3,5 მილიონი თურქი ცხოვრობს, მათ შორის 400 ათასი მეწარმე, რომლებსაც გერმანიის ეკონომიკაში მილიარდობით ევრო შეაქვთ.
„ვფიქრობ, რომ გერმანიას არა აქვს უფლება ასეთი დიდი რაოდენობის ამომრჩეველს გული დაწყვიტოს“, – განაცხადა ილდირიმმა.
აღნიშნულ საკითხზე დებატები უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. შარშან გერმენიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი მკვლელობა გენოიციდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები