სარგსიანი ევროპას მოუწოდებს, ერდოღანს არ ენდოს

„ბრიუსელი არ უნდა ენდოს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს“, – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
სომხეთის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება ლტოლვილებთან დაკავშირებით „ძალზე წვრილ ფეხებზე დგას და მისი განხორციელება რთული იქნება ისეთ პარტნიორთან, როგორიც თურქეთია“.
სერჟ სარგსიანი აცხადებს, რომ სწორედ ერდოღანმა დაბლოკა ციურიხის შეთანხმებების რატიფიცირება თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ 2009 წელს იყო ხელმოწერილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები