სირიის ოპოზიციურმა ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გახსნეს

სირიის ოპოზიციურმა ძალებმა და ქურთმა მოხალისეებმა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ წინააღმდეგ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში „მეორე ფრონტი“ გახსნეს. ამ დაჯგუფებებს მხარს უჭერს აშშ და საერთაშორისო კოალიცია. „სირიის დემოკრატიულმა“ ძალებმა შეტევა დაიწყეს ისლამისტების წინააღმდეგ ქალაქ მანბიჯთან, თურქეთის საზღვრის სიახლოვეს. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება.
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ცნობით, ამ ქვედანაყოფებმა 16 სოფელი დაიკავეს და ამჟამად ქალაქ მანბიჯიდან 15 კილომეტრში იმყოფებიან. შეტევას მხარს უჭერს საერთაშორისო კოალიცია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ ავიაციით ბომბავს. ოპერაციაში ამერიკელი სპეცრაზმელებიც მონაწილეობენ, თუმცა ისინი მრჩევლების როლს ასრულებენ და უშუალოდ საბრძოლო ოპერაციებში არ მონაწილეობენ. შეტევა ისლამისტების წინააღმდეგ შეიძლება რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები