მოქალაქეობის მიღების მსურველთა შორის გერმანია და სკანდინავიის ქვეყნები ლიდერობენ

გერმანია და სკანდინავიის ქვეყნები მსოფლიოში მოქალაქეობის მიღების მსურველთა შორის ლიდერობენ. ეს ქვეყნები საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური შეღავათების მხრივ წამყვან პოზიციებს იკავებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ინდექსი შვეიცარიულმა კონსალტინგურმა კომპანია Henley & Partners-მა შეადგინა. მთლიანად მოქალქეობის მიღების მიმზიდველობის ინდექსი 182 ქვეყანაში იყო შესწავლილი. პირველ ადგილს ამ რეიტინგში გერმანია იკავებს, შემდეგ მოდის დანია, ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი. ბოლო ადგილზე კი ავღანეთი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები