საუდის არაბეთმა კომპანია Uber-ში 3,5 მილიარდი დოლარი დააბანდა

საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა ტაქსის გამოძახების სერვის Uber-ში 3,5 მილიარდი ევროს ინვესტირება განახორციელა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების მიზანია ახლო აღმოსავლეთში წარმომადგენლობის გაფართოება. საუდის არაბეთის ფონდი Uber-ი ერთ-ერთი ინვესტორია, რომელიც ბოლო დროს კომპანიას გამოუჩნდა.
რამდენიმე დღის წინ, თავის მხრივ, კომპანია Uber-მა განაცხადა, რომ რეგიონში სერვისის განვითარებისთვის 250 მილიონ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. კომპანიის ინფორმაციით, საუდის არაბეთში მათი კლიენტების 80% ქალია, ვინაიდან მათ ადგილობრივი კანონების მიხედვით, მანქანის ტარება აკრძალული აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები