გერმანიის პარლამენტში სომხების გენოციდზე დაგეგმილ კენჭისყრას ანკარა „მეგობრობის ტესტს“ უწოდებს

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა „მეგობრობის ტესტი“ უწოდა გერმანიის პარლამენტში სომხების გენოციდის აღიარებაზე დაგეგმილ კენჭისყრას.
ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს მომხდარ მოვლენებზე ბუნდესტაგმა დღეს უნდა იმსჯელოს. რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბუნდესტაგის მიერ სომხების გენოციდის აღიარება გერმანიასა და თურქეთს შორის ურთიერთობებს გაართულებს. როგორც თურქეთის პრემიერმა განაცხადა, გერმანიაში 3,5 მილიონი თურქი ცხოვრობს, მათ შორის 400 ათასი მეწარმე, რომლებსაც გერმანიის ეკონომიკაში მილიარდობით ევრო შეაქვთ. „ვფიქრობ, გერმანიას არა აქვს უფლება, ასეთი დიდი რაოდენობის ამომრჩეველს გული დასწყვიტოს“, – განაცხადა ილდირიმმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები