სომალის დედაქალაქში ტერაქტს 15 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა სომალის დედაქალაქ მოგადიშოში სასტუმროზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ გამოცემა „ინდეფენდენტი“იუწყება.
თვითმხილველების ცნობით, სასტუმროსთან ერთი ძლიერი აფეთქება მოხდა და შემდეგ სროლა დაიწყო. „ბოევიკებმა“ სასტუმრო „ამბასადორთან“ დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს და შემდეგ შენობაში შეიჭრნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა დაჯფუფებამ „აშ-შაბაბმა“, რომელიც „ალ-ქაიდასთან“ არის დაკავშირებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბოევიკთა“ ნაწილი ჯერ კიდევ სასტუმროში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები