საფრანგეთში მიმდინარე გაფიცვას მეტროპოლიტენის თანამშრომლებიც შეუერთდნენ

საფრანგეთში ტრანსპორტის მუშაკთა გაფიცვას დღეს მეტროს თანამშრომლებიც შეუერთდნენ. გაფიცვაში საგარეუბნო მატარებლების თანამშრომლებიც მონაწილეობენ. პარასკევს კი საყოველთაო გაფიცვას პორტიის თანამშრომლები და ავიადისპეტჩერები შეუერთდებიან. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პროფკავშირები სამუშაო საათების შეცვლის წინააღმდეგ გამოდიან. ეს შრომითი კანონმდებლობის რეფორმის ნაწილია. ივნისში კანონპროექტი, რომელსაც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაუჭირა მხარი, საფრანგეთის სენატმა – ზედა პალატამ უნდა განიხილოს. პროტესტმა ფაქტობრივად ქვეყნის პარალიზება გამოიწვია. გაფიცვა ევროპის საფეხბურთო პირველობამდე ერთი კვირით ადრე იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები