ტაჯიკეთის „ისლამური პარტიის“ ლიდერებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ტაჯიკეთში დასრულდა სასამართლო პროცესი ქვეყანაში აკრძალული „ისლამური პარტიის“ წევრებზე. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
დუშანბეს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა საიდუმარ ჰუსაინის და მაჰმადალი ჰაიტას – ორივე „ისლამური პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილეა. ამ პარტიის კიდევ 14 წევრს 15-დან 28 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. ყველა განსასჯელი გასული წლის სექტემბერში დააკავეს, როდესაც ტაჯიკეთში დასრულდა ოპერაცია თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, აბდუჰალიმ ნაზარზოდას წინააღმდეგ. ის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაშია ბრალდებული. განსასჯელებს ბრალი ედებათ მძიმე დანაშაულებში, როგორიცაა ტერორიზმი, ექსტრემიზმი, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მკვლელობები და კონსტიტუციური წყობის დამხობის მცდელობა. სასამართლო პროცესი დახურული იყო და უსაფრთხოების უმკაცრესი ზომების თანხლებით წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები