გერმანიაში წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა გერმანიასა და საფრანგეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გერმანიის სამაშველო სამსახურის ცნობით, ბავარიის მხარის ქალაქ ხიმბახ-ამ-ინში ოთხი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. საფრანგეთში მოხუცი ქალი დაიღუპა. დაიტბორა სხვა რაიონებიც, მოსახლეობის ევაკუაცია ვერტმფრენებით ხდება. მეტეოროლოგების პროგნოზის მიხედვით, მომდევნო დღეებში წყლის დონე კიდევ მოიმატებს. სტიქიასთან საბრძოლველად კრიზისული ცენტრი შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები