რუსეთის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 7 ივნისს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბინიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ისრაელის მთავრობის მეთაური რუსეთის დედაქალაქში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის აღსანიშნავად ჩავა. კრემლის ინფორმაციით, შეხვედრის დროს იგეგმება ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობების განხილვა. საუბარი იქნება ასევე სირიის პრობლემაზე, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაზე, ასევე პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დარეგულირებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები