ტაილანდის ერთ-ერთ მონასტერში 40 მკვდარი ვეფხვის ბოკვერი იპოვეს

40 მკვდარი ვეფხვის ბოკვერი აღმოაჩინეს ტაილანდის ერთ-ერთი მონასტრის მაცივარში. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირები უკვე დაადანაშაულეს ცხოველებთან სასტიკ მოპყრობაში.
როგორც ტაილანდის ნაციონალური პარკების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ადისორნ ნიჩდამრონგმა განაცხადა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რისთვის ჰყავდათ ცხოველები მაცივარში გაყინულ მდგომარეობაში. Wildlife Friends Foundation-ის ხელმძღვანელის, ტომ ტეილორის განცხადებით, ასევე ნაპოვნია სხვა ცხოველების სხეულის ნაწილები. ტაილანდის ვეფხვების მონასტერი ძალზე პოპულარულია ტურისტებს შორის. იგი ტაილანდის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები