სასტუმრო “გრაკო მეტეხი” ზაფხულის სეზონზე დამსვენებელთა რაოდენობის ზრდას ელოდება

სასტუმრო “გრაკო მეტეხი”, რომელიც თბილისში, მეტეხის აღმართზე მდებარეობს, ტურისტულ სეზონზე დამსვენებელთა დიდ რაოდენობას ელოდება. სასტუმრო ამ დროისათვისაც უკვე, თითქმის სავსეა.
საუბრისას სასტუმროს დირექტორი ნათია ელგენდარაშვილი აცხადებს, რომ ზაფხულის სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, თუმცა აღნიშნავს, რომ სასტუმროში ზამთარშიც ბევრი დამსვენებელი იყო.
“დატვირთვა საკმაოდ მაღალია, ადგილები არ გვყოფნის და სხვა სასტუმროსთან ვთანამშრომლობთ, რომ გადავანაწილოთ ჯგუფები. სიახლეც გვაქვს დამსვენებლებისათვის, კერძოდ, ვხსნით ბარ-ტერასას მეოთხე სართულზე, სადაც დამსვენებლებს შევთავაზებთ უცხო გარემოს, ძალიან ლამაზი ხედით. გვაქვს ღვინის, ქართული ყველის და ნუგბარის დეგუსტაციის საღამოები. თითქმის ყველა ჯგუფს ასე ვხვდებით – ვხვდებით ჭაჭით, ღვინით, დეგუსტაციის საღამოებს ვაწყობთ. დღეს მივიღეთ ივლისისი თვის ჯავშანი”,- განაცხადა ნათია ელგენდარაშვილმა.
მისივე თქმით, არის პერიოდები, როცა სასტუმროში სომეხი და აზერბაიჯანელი დამსვენებლები სჭარბობენ, მაგრამ ამ მომენტისათვის ბევრი რუსი დამსვენებელია სასტუმროში. ასევე, არიან ტურისტები ბრიტანეთიდან, უკრაინადან და გერმანიიდან.
“ველოდებით საკმაოდ კარგ აქტივობას მთელი ზაფხულის განამვლობაში, რადგან მთელი ზაფხულის განმავლობაში არის დაჯავშნილი ოთახები”,- აღნიშნა ნათია ელგენდარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები