თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ 14 ტერორისტი მოკლეს

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 14 ტერორისტი მოკლეს. ოპერაციაში თურქეთის და საერთაშორისო კოალიციის ავიაციაც მონაწილეობდა. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, განადგურებულია „ბოევიკების“ ერთი ტანკი, ორი ნაღმმტყორცნი და სამი ჯავშანტრანსპორტიორი. მიმდინარე წლის იანვრიდან სირიიდან თურქეთის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები