ხმელთაშუა ზღვაში სიგნალი დააფიქსირეს, რომელიც შესაძლოა, ჩამოვარდნილ ეგვიპტურ თვითმფრინავს ეკუთვნოდეს

ხმელთაშუა ზღაში მაშველებმა სიგნალი დააფიქსირეს, რომელიც შესაძლოა, 19 მაისს ჩამოვარდნილ ეგვიპტურ ავიალაინერს ეკუთვნოდეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ფრანგულმა ხომალდმა La Place-მა სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით ზღვის ფსკერიდან სიგნალი მიიღო, რომელსაც, შესაძლოა, ერთ-ერთი „შავი ყუთი“ უშვებს“, – განუცხადეს „ბი-ბი-სის“ ეგვიპტელმა გამომძიებლებმა.
EgyptAir-ის თვითმფრინავი, რომელიც პარიზიდან კაიროში მიფრინავდა, 19 მაისს ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა. მის ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა. რამდენიმე დღის შემდეგ ხმელთაშუა ზღვაში თვითმფრინავის ნამსხვრევები და ადამიანის სხეულის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ადამიანის სხეულის ფრაგმენტების ანალიზის საფუძველზე კრიმინალისტებმა დაადგინეს, რომ თვითმფრინავის ბორტზე აფეთქება მოხდა. ავიალაინერის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები