საფრანგეთში სარკინიგზო მოძრაობა პარალიზებულია

საფრანგეთში რკინიგზის მუშაკების გაფიცვა გრძელდება. ამის გამო სარკინიგზო მიმოსვლა პრაქტიკულად პარალიზებულია. ხუთშაბათს გაფიცვას ავიადისპეტჩერებიც შეუერთდებიან, რამაც, შესაძლოა, სატრანსპორტო მოძრაობის სრული პარალიზება გამოიწვიოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად მატარებლების ნახევარზე მეტი არ ფუნქციონირებს.
პროფკავშირები შრომის საათების ცვლილების წინააღმდეგ გამოდიან. გაფიცვის მონაწილეები შრომის კანონმდებლობაში სხვა ცვლილებებსაც აპროტესტებენ. შესაბამის კანონპროექტს საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ უკვე მხარი დაუჭირა და ახლა მას ზედა პალატამ – სენატმა უნდა უყაროს კენჭი. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მოითხოვს, რომ კანონის განხილვის გადადება, გაფიცვების მოიუხედავად, არ მოხდეს. ოლანდს ოპოზიცია, კერძოდ კი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი აკრიტიკებს, რომლის თქმით, კანონის მიღება ძალით ხდება, რაც დისკუსიის შესაძლებლობას გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები