სირიის ოპოზიციურმა ძალებმა „ისლამურ სახელმწიფოზე“ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს

სირიის ოპოზიციურმა ძალებმა, ამერიკული სპეცრაზმის მხარდაჭერით, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ მანბიჯთან „ისლამურ სახელმწიფოზე“ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს ბოლო გზაა ტერორისტებისთვის ევროპაში მოსახვედრად. შეტევაში, ძირითადად, სირიელი არაბები და ქურთები მონაწილეობენ. ამერიკელი სამხედროები ინსტრუქტორების ფუნქციას ასრულებენ, მაგრამ საბრძოლო ოპერაციებში არ მონაწილეობენ. ამერიკული მხარის ინფორმაციით, ოპერაცია რამდენიმე კვირის განმავლობაში მზადდებოდა და ის შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს. ამერიკელები ასევე აცხადებენ, რომ შეტევა თურქეთის საზღვრის მახლობლად მიმდინარეობს და ამ ოპერაციას ანკარამ მხარი დაუჭირა. სახმელეთო ძალებს საერთაშორისო კოალიციის ავიაციაც ეხმარება. ასევე ჩართულია თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე არტილერიაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები