პრეზიდენტებმა ბათუმის ინკლუზიური ცენტრი მოინახულეს

სლოვაკეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა ბათუმის ინკლუზიური სწავლების ცენტრი მოინახულეს. ცენტრი 26-ე საჯარო სკოლის შენობაში ფუნქციონირებს. სკოლის სახელოსნოებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯგუფებისათვის სხვადასხვა სახელოვნებო პროფესიის შესწავლა განახლებული მეთოდებით ხდება. ინტეგრირებულ და დამოუკიდებელ კლასებში 47 შშმ მოზარდი სწავლობს. სადაც ხორციელდება აკადემიური უნარების განვითარება და შესაბამისი ხელობის სწავლება. მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო, სადაც ბავშვები სწავლობენ თიხის დამუშავების ტექნოლოგიას და გაფორმებას, ასევე, კვილინგზე და ბატიკაზე მუშაობას.
ანდრეი კისკა და გიორგი მარგველაშვილი ცენტრში არსებულ პირობებს გაეცნენ და ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მათ მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს.
ინკლუზიური ცენტრი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით განათლების სამინისტრომ 2015 წლის მიზნობრივი პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების” ფარგლებში განახორციელა. სამუშაოების ღირებულებამ 150 095 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ცენტრის ბენეფიციარებს ემსახურება ადაპტირებული ავტობუსი.
მსგავს პროგრამას აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გასულ წლებშიც აფინანსებდა. დაწყებულია მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები შშმ ბავშვების სოციალური ადაპტაციის პროგრამაც, რომელშიც მუნიციპალიტეტების მიხედვით ჩართულია ათეულობით სპეცმასწავლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები