პესკოვი: რუსეთი თურქეთისგან ბოდიშს ელოდება

რუსეთი თურქეთის ხელისუფლებისგან ბოდიშს, ასევე ახსნა-განმარტებას და კომპენაციას ელოდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვების კომენტირებისას განაცხადა.
თურქეთის ლიდერის თქმით, მას სურს, რუსეთთან ურთიერთობები მოაგვაროს, მაგრამ ვერ ხვდება, რას ელოდება მისგან მოსკოვი. ამასთანავე, პესკოვმა აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნის პრეზიდენტისთვის რჩევის მიცემა მის კომპეტენციას სცილდება და ამიტომ ის რუსეთის პრეზიდენტის შესაბამის განცხადებებს იხსენებს, რომლებიც ამ საკითხზე ვლადიმერ პუტინმა სხვადასხვა დონეზე გააკეთა. პესკოვმა სინანული გამოთქვა, რომ აქამდე ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2015 წლის 24 ნოემბერს თურქულმა ავიაგამანადგურებელმა სირიის საზღვართან რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო. რუსი პილოტი ოლეგ პეშკოვი „ბოევიკებმა“ მოკლეს, როდესაც ის პარაშუტით ეშვებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები