იუნისეფი: საქართველოში კვლავ არ არის ბავშვებზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემა

გაეროს ბავშვთა ფონდი პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო დისკუსიებსა და კამპანიებში ბავშვთა საკითხების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის დონე შემცირდა, ყოველი მეოთხე ბავშვი ჯერ კიდევ ცხოვრობს ოფიციალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ თანხაზე. ე.ი. დღეში ის ხუთ ლარზე ნაკლებს მოიხმარს.
საქართველოში კვლავ არ არის ეფექტიანი და ბავშვებზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც ოჯახებს დაეხმარება, გაუმკლავდნენ პრობლემებს”, – აღნიშნავს იუნისეფის წარმომადგენელი საშა გრაუმანი.
იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში განმარტავს, რომ საარჩევნო კამპანია იქნება არასრულყოფილი, თუ ის არ მოიცავს ბავშვებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები