სუს-ი არმაზ ახვლედიანსა და მის ახლობლებზე შანტაჟს გამორიცხავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივნის, არმაზ ახვლედიანის ახლობლებზე შანტაჟსა და მუქარას კატეგორიულად გამორიცხავს.
სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო გიორგობიანის თქმით, თუ მსგავსი განცხადებების ავტორებს აქვთ რაიმე ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია, მიმართონ საგამოძიებო უწყებებს.
მისივე განცხადებით, თუ გამოძიების შედეგად მსგავსი ფაქტი დადასტურდება, ვინც არ უნდა იყოს ეს პიროვნება, აუცილებლად აგებს კანონის წინაშე პასუხს.
”სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს და გამორიცხავს, რომ არმაზ ახვლედიანზე, ან რომელიმე სხვა პირზე ხორციელდებოდეს უკანონო მოსმენები, ან თვალთვალი. თუ ასეთი განცხადებების ავტორებს აქვთ რაიმე ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია (მაგალითად, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ აქვთ ფოტოები), მიმართონ საგამოძიებო უწყებებს. თუ გამოძიების შედეგად მსგავსი ფაქტი დადასტურება, ვინც არ უნდა იყოს ეს პიროვნება, აუცილებლად აგებს კანონის წინაშე პასუხს”, – განაცხადა გიორგობიანმა.
პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივნის, არმაზ ახვლედიანის მტკიცებით, სუს-ის წარმომადგენლები მის ახლობლებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები