დავით ნარმანია არასამთავრობოებს პასუხობს: ყველა გადაწყვეტილება კანონის დაცვით არის მიღებული

ყველა გადაწყვეტილება კანონის დაცვით არის მიღებული, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრის კვლევას.
როგორც ნარმანია აცხადებს, აღნიშნულ კვლევას არ იცნობს, თუმცა ამბობს, რომ მშენებლობის ნებართვები კანონიერია.
„ის ქმედებები, რაც ჩვენ განვახორციელეთ, არის აბსოლუტურად სამართლიანი, შესაბამისი კანონმდებლობის ნორმებიდან და პროცედურებიდან გამომდინარე. 20-მდე სხვადასხვა კვლევა გაკეთდა, შესაბამისად, პროექტი მაქსიმალურად დაიხვეწა, ამიტომ, რაიმე სახის პრობლემა ამ პროექტის ნაწილში, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, არ არსებობდა,” – განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის (EMC) ცენტრი“, “პანორამა თბილისის“ პროექტისა და ბოტანიკური ბაღის შეცვლილ საზღვრებში მშენებლობის ნებართვის არაკანონიერებაზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები