სასაზღვრო პოლიციას DTRA-ს წარმომადგენლები ეწვივნენ

შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში ამერიკის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (DTRA) და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ოპერაციებისა და მზადყოფნის სამსახურის უფროსმა გარი ბლერმა და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის მოდერნიზების მიზნით ხელმოწერილი ათი მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეთანხმების შესახებ ისაუბრეს და მისი მიმდინარეობა შეაფასეს.
ხელშეკრულება ითვალისწინებს ახალი სასაზღვრო სექტორების მშენებლობას, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიური ცენტრის მშენებლობას და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები