მარკეტინგის ცნობილი საერთაშორისო სახელმძღვანელო ქართულად გამოიცა

  გამომცემლობა ,,დიოგენემ“ და საქართველოში აშშ-ის საელჩომ ქართულ ენაზე პირველად თარგმნილი მარკეტინგის ცნობილი საერთაშორისო სახელმძღვანელო ,,რეკლამა და პრომოცია: ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხედვა’’ გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია 2 აპრილს, 19 საათზე “თი-ბი-სი გალერეაში“ გაიმართება. ,,რეკლამა და პრომოცია: ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხედვა’’ ცნობილი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ სასწავლო პროცესში და ქართულად პირველად გამოიცა. მისი ავტორები დარგის ცნობილი სპეციალისტები არიან, სან-დიეგოს უნივერსიტეტში მოღვაწეობენ და სხვადასხვა კომპანიას უწევენ კონსულტაციებსაც, რაც წიგნის აგებულებასა და შინაარსზეც აისახა. წიგნში განხილულია ძირითადი მარკეტინგული საშუალებების – რეკლამის, პირდაპირი მარკეტინგის, ინტერაქტიული მედიის, გაყიდვის პრომოციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პერსონალური გაყიდვის – წარმართვის უახლესი მეთოდები. ყოველი თავი შეიცავს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხედვის, IMC ტექნოლოგიების, გლობალური და ეთიკური ხედვის ჩანართებს. ამ ნაწილებში როგორც ბიზნესის, ისე რეკლამისა და პრომოციის სფეროში მოქმედი მსხვილი, საშუალო და მცირე კომპანიების მუშაობაა აღწერილი. წიგნის ავტორები: ჯორჯ. ი. ბელჩი და მაიკლ ე.ბელჩი არიან. ჟურნალისტებს წიგნი საჩუქრად გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები