ეკონომიკის სამინისტრომ ზუგდიდის აეროპორტის განვითარებისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ზუგდიდში აეროპორტის განვითარების მიზნით, მზადაა, სამინისტროს კუთვნილი უძრავი ქონება დაინტერესებულ კომპანიას იჯარით გადასცეს, სანაცვლოდ კი, აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მისი შემდგომი ოპერირება უნდა განახორციელდეს.
„ზუგდიდის აეროპორტზე ჩვენ ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ვისაც აქვს ინტერესი, ჩაერთოს ადგილობრივი აეროპორტების განვითარებაში, მონაწილეობა მიიღოს გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში. ჩვენ გვინდა, რომ ზუგდიდის აეროპორტი 20 წლის ვადით გავიტანოთ კონცესიით, აქ იქნება საინვესტიციო ვალდებულებები – დაინტერესებულმა მხარემ უნდა აღადგინოს ასაფრენ–დასაფრენი ზოლი, გააკეთოს სამიმოსვლო ბილიკი, თვითმფრინავების სადგომი, აეროპორტისა და აეროდრომისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ა.შ. ჩვენ ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებული გვაქვს ადგილობრივი აეროპორტისთვის, თუმცა, თუ დაინტერესება იქნება და ვინმე გვეტყვის, რომ საერთაშორისო აეროპორტის განვითარება სურს ზუგდიდში, ამას მივესალმებით და ხელს შევუწყობთ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები