ინდოეთში ტყვია-წამლის საწყობში ხანძრის შედეგად 17 სამხედრო დაიღუპა

სულ მცირე 17 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მახარაშტრაში მომხდარი ძლიერი ხანძრის გამო. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. რამ გამოიწვია ხანძარი, უცნობია. ხანძარს რამდენიმე აფეთქება მოჰყვა. მიმდებარე დასახლებული პუნქტების ათასამდე მკვიდრი ევაკუირებული იყო. ბოლო წლებში ინდოეთის სამხედრო საწყობებში უკვე რამდენიმე ხანძარი მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები