გიორგი კვირიკაშვილი დღეს საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს შეხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, „ღვინის ქალაქის“ გახსნის ფარგლებში გაიმართება, რომელიც დღეს არის დაგეგმილი.
„ღვინის ქალაქის“ უდიდესი ნაწილი დაეთმობა მუზეუმს, რომელიც მუდმივ გამოფენასთან ერთად, წელიწადში ერთხელ უმასპინძლებს საზაფხულო გამოფენას – „მოწვეული ვენახი“, ასევე – სხვადასხვა დროებით გამოფენას, დეგუსტაციებს, ღვინოსთან დაკავშირებულ სამეცნიერო კონფერენციებსა და კულტურულ ღონიძიებებს. ბორდოს “ღვინის ქალაქის“ გამოფენათა ციკლის – „მოწვეული ვენახი“ პირველი გამოფენა, სახელწოდებით „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“, 2017 წელს საქართველოს მიეძღვნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ბორდოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები