გურია პირველად უმასპინძლებს “გემო ფესტს”

,,23-24 აგვისტოს, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი “გემო ფესტი” გაიმართება”,- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს გამოცდილმა შეფმზარეულებმა ტრენინგი ჩაუტარეს.

,,უკვე შეირჩა 13 მონაწილე ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან.

გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი გურული კერძები, რომლებსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.

მუსიკოსთა პარკში მოეწყობა კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ფესტივალი მუსიკალურადაც გაფორმდება”,- წერია ინფორმაციაში.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები