სენეგალის სასამართლომ ჩადის ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
სენეგალის სასამართლომ ჩადის ყოფილი პრეზიდენტი ჰისენ ჰაბრე დამნაშავედ ცნო და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ჰაბრე დამნაშავედ ცნეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. საუბარია 1982-დან 1992 წლამდე ჩადენილ დანაშაულებზე. სასამართლოს განაჩენის მიხედვით ჰაბრე მონაწილეობდა ქალების გაუპატიურებაში, მონებად ქცევაში, ასევე მკვლელობების შეკვეთაში. ჰისენ ჰაბრემ, რომელსაც მეორენაირად „აფრიკელ პინოჩეტს“ უწოდებენ, 40 ათასი ადამიანის მკვლელობის ბრძანება გასცა. ის 2013 წელს სენეგალში დააკავეს, სადაც ჩადში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გაიქცა. ჩადში ჰაბრეს სასამართლომ დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.