სოზარ სუბარი: ბიძინა ივანიშვილი არქიტექტორია იმ ვითარების, რომელიც დღეს ქვეყანაშია

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი არჩევნები გვაქვს მომდგარი კარზე, რომელიც იქნება მართლაც საეტაპო ქვეყნისთვის და ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი განვლილი გზის შეფასება გაკეთებულიყო და ჩამოყალიბებულიყო გარკვეული სამომავლო ხედვა. „ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი განვლილი გზის შეფასება გაკეთებულიყო და ჩამოყალიბებულიყო გარკვეული სამომავლო ხედვა. იმ ადამიანისგან, რომელიც გადაუჭარბებლად ვიტყვი, არქიტექტორია იმ ვითარების, რომელიც დღეს ქვეყანაშია. რამდენიმე პრიორიტეტს გამოვყოფ. პირველი ეს არის ის მკაფიო გზავნილი, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან იმეორებს ბატონი ბიძინა და ვიმეორებთ ჩვენ, ეს არის საქართველოს დასავლური – ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით ინტეგრაციისთვის მზადყოფნა, ეს ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური კურსია და ამისგან არათუ გადახვევა არ იგეგმება, არამედ ყველაფერი კეთდება, რომ საქართველო დასავლური სამყაროს განუყოფელი ნაწილი გახდეს”, – განაცხადა სუბარმა. დევნილთა მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებულ მნიშვნელოვან გზავნილებს შორის ასევე ადამიანის ინტერესებზე და უფლებებზე ორიენტირებულ პოლიტიკასა და დემოკრატიის ხაზში მიღწეულ ცვლილებებს გამოყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები