სააკაშვილმა უკრაინის მთავრობას „ზედაპირული ადამიანები“ უწოდა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის დღევანდელი მთავრობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ ადამაინებს „რეფორმებზე არანაირი წარმოდგენა არა აქვთ“.
ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ იუწყება.
სააკაშვილი აცხადებს, რომ დიდი ხნის მანძილზე უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ძალიან მოქნილი პოლიტიკოსი იყო და ის როგორც რეფორმატორებთან, ასევე კონსერვატორებთან საერთო ენის გამონახვას ახერხებდა. მაგრამ ბოლო დროს ვითარება შეიცვალა. „ახლა მან შეკრიბა მთავრობა, რომელსაც რეფორმებზე არანაირი წარმოდგენა არა აქვს. ეს ძალზე ზედაპირულად მოაზროვნე ადამიანები არიან“, – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა.
რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა უკრაინის ახალ მთავრობას ბოლო დროის განმავლობაში ყველაზე კორუმპირებული უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები