რაბინოვიჩი – სააკაშვილი კოკაინის ზემოქმედების ქვეშ არის (ვიდეო)

უკრაინულ ტელევიზიაზე, ტოქშოუ – „ადამიანები Hard Talk LIVE“-ის ეთერში უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ვადიმ რაბინოვიჩმა ოდესის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ნარკომანი უწოდა.
რაბინოვიჩმა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე სააკაშვილის საქმიანობა შეაფასა.
„მას აქვს „კოკაინის დრაივი“. ოდესაში ყველამ იცის, რომ რაღაცა ძლიერ ნარკოტიკს იღებს. ის შედის ითახში, მერე იქიდან გამოდის და აღელვებული დარბის. მე მას ვურჩიე ანალიზის ჩატარება, რათა ამ ჭორებს ბოლო მოეღოს, მაგრამ მას ამის გაკეთება არ სურს“, – აცხადებს დეპუტატი.
რაბინოვიჩის თქმით, სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს.
„ეს არის უკრაინის დიდი ტრაგედია, როდესაც ასეთი ნაძირალები აქ ჩამოდიან, რომლებსაც სამშობლოში სისხლის სამართლის 19 მუხლით ეძებენ, მათ შორის წამებისთვის, მკვლელობისთვის და ძალადობისთვის და ჩვენ გვასწავლიან, როგორ უნდა ვიცხოვროთ“, – აცხადებს რაბინოვიჩი.
მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს, სადაც მან კარგი სამართალდამცველი სისტემა შექმნა, რომელიც მას აუცილებლად გაასამართლებს იმ დანაშაულებისთვის, რაც პრეზიდენტობის პერიოდში ჩაიდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები