ერაყში ტერაქტების სერიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში და სხვა დასახლებულ პუნქტებში რამდენიმე აფეთქების შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შააბის რაიონში თვითმკვლელმა ტერორისტმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დანაღმული ავტომობილი ააფეთქა. მეორე ტერაქტი ქალაქ ტარმიას ბაზართან მოხდა. გარდა ამისა, ბაღდადის ბაზარში დანაღმული მოტოციკლი აფეთქდა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის რადენობა შეიძლება გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები