მექსიკაში გატაცებული ფეხბურთელი გაათავისუფლეს

მექსიკაში საფეხბურთო კლუბ „ოლიმპიაკოსის“ ფეხბურთელი, ალან პულიდო გაათავისუფლეს, რომელიც კვირას მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გაიტაცეს. 25 წლის სპორტსმენი ტალაულიპასის შტატში გაიტაცეს მას შემდეგ, რაც ის წვეულებიდან მეგობარ გოგონასთან ერთად გამოვიდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გატაცება კვირას, დილის საათებში მოხდა. ავტომობილს, რომელშიც პულიდო იმყოფებოდა, რამდენიმე სატვირთომ გზა გადაუკეტა. მათ აიძულეს პოულიდო, მანქანიდან გადმოსულიყო, ხოლო მასთან ერთად მყოფ ქალს არ შეეხნენ. პოლიციის ინფორმაციით, სპორტსმენი არ დაშავებულა. მისი გათავისუფლების დეტალები არ საჯაროვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები