ერაყის არმიამ ფალუჯის შტურმი დაიწყო

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ფალუჯის შტურმი დაიწყეს, რომელსაც ამჟამად „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ქალაქში ისმის სროლის და აფეთქებების ხმები.
როგორც ერაყის ჯარის ერთ-ერთმა მეთაურმა სააგენტო „როიტერს“ აცნობა, შეიარაღებული ძალები ქალაქს სამი მხრიდან უტევენ და მათ ფალუჯის რამდენიმე რაიონი უკვე დაიკავეს. ერაყის ჯარს კოალიციის სამხედო-საჰაერო ძალებიც ეხმარებიან, ასევე შეტევებს ერაყის ავიაციაც ახორციელებს. ოპერაციაში ტანკები და არტილერია მონაწილეობს. ფალუჯა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მთვარი დასაყრდენი პუნქტია. ის ბაღდადიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. ფალუჯის გათავისუფლების ოპერაცია ერთი კვირის წინ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები