თურქეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

თურქეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმსა და მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. „როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყნის წარმომადგენლობითმა ორგანომ მთავრობის მეთაურის საკანონმდებლო პროგრმაც მოიწონა.
ბინალი ილდირიმი თურქეთის მმართველი პარტიის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ თავმჯდომარეა. ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ დაასახელეს, რაც მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერად აირჩიეს.
ბინალი ილდირიმმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აჰმეთ დავუთოღუ შეცვალა. დავუთოღლუს გადადგომის მიზეზი პრეზიდენტთან უთანხმოება გახდა. კერძოდ, პრემიერი არ ეთანხმებოდა ერდოღანის პოლიტიკას, რომელსაც ქვეყნის მმართველობის საპარლამენტო სისტემის საპრეზიდენტოთი შეცვლა და საკუთარი უფლებამოსილებების გაზრდა სურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები