ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ოქტომბრიდან თურქეთთან უვიზო რეჟიმი შესაძლოა არ ამოქმედდეს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან თურქეთთან უვიზო რეჟიმი არ ამოქმედდება. აღნიშნულის შესახებ მარტინ შულცმა გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
მისი თქმით, ბრიუსელი ელოდება, რომ ვიზალიბერალიზაციის დაწესებამდე ანკარა წარმატებით გაატარებს რეფორმებს პირად მონაცემთა დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში.
„თურქეთის პარლამენტში დისკუსიები შესაბამის კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. თუ ეს არ მოხდა, ევროპული ინსტიტუტები დაწესებული ვადების ამოქმედებას ვეღარ შეძლებენ. ვერ წარმომიდგენია, ასეთ შემთხვევაში როგორ შევძლებთ ოქტომბერში უვიზო რეჟიმის დაწესებას“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები