საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციასთან ორი პირი დაჭრეს

პარიზის მთავარ პროსპექტზე, საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს სროლების შედეგად, დღეს დილით ორი ადამიანი დაჭრეს. ამის შესახებ სააგენტო „ფრანსპრესი“ იუწყება.
სამაშველო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის ერიკ მულენის ინფორმაციით, პირველი შეტყობინება გამთენიისას, ადგილობრივი დროით 05:42 საათზე შევიდა.
„32 წლის მამაკაცი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. შედარებით მსუბუქი ჭრილობა მიიღო 40 წლის პოლიციელმა, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულთა ქვედანაყოფის თანამშრომელია“, – განაცხადა მულენმა.
ამ დროისათვის მიმდინარეობს ინციდენტის მონაწილე პირთა ძებნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები