კიევთან ახლოს, მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა

კიევთან ახლოს, სოფელ ლიტოჩკში მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უფროსის ნიკოლაი ჩეჩეტკინის განცხადებით, 16 ადამიანის ცხედარი უკვე ნაპოვნია, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. მისივე თქმით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს.
ჩეჩეტკინის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის. კომისიას უკრაინის ვიცე-პრემიერი გენადი ზუბკო უხელმძღვანელებს.
შენობა ორსართულიანი იყო და 35 მოხუცი ცხოვრობდა. ხანძარს 18 ადამიანი გადაურჩა, აქედან 5 სხვადასხვა სახის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები