აზერბაიჯანში დღეს რესპუბლიკის დღე აღინიშნება

აზერბაიჯანში დღეს ეროვნული დღესასწაული – რესპუბლიკის დღე აღინიშნება. როგორც გამოცემა Vesti.Az იუწყება, 98 წლის წინ მუსულმანურ ქვეყნებში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა.
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წლის 28 მაისს შეიქმნა. მისი დედაქალაქი განჯა იყო. აზერბაიჯანის რესპუბლიკამ მხოლოდ 23 თვე იარსება. 1920 წლის 28 აპრილს ქვეყანა წითელმა არმიამ დაიკავა.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, აზერბაიჯანი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყანა მუსულმანურ სამყაროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები