მალიში მომხდარი ტერაქტის შედეგად 5 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

მალიში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 5 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 4 დაიჭრა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით,. ორი სამხედრო ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
4 წლის წინ მალიში კონფლიქტი დაიწყო სამთავრობო ძალებსა და სეპატარატისტულ დაჯგუფებებს შორის. ექსტრემისტებმა იარაღის დიდი ნაწილი ლიბიიდან მიიღეს, სადაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები