გერმანია საფრანგეთს საფეხბურთო ჩემპიონატის დროს შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

გერმანიის სპეცსამსახურები საფრანგეთს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საფეხბურთო პირველობა საფრანგეთში 10 ივნისიდან 10 ივლისამდე გაიმართება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ევროპული სპეცსამსახურებისთვის ამჟამად თავდასხმების ზუსტი ადილი და დრო უცნობია.
გასულ კვირას საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ივლისის ბოლომდე გააგრძელა. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 2015 წელის 13 ნომბრის ტერაქტის შემდეგ იყო შემოღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები