ბრაზილიაში, რიოს ოლიმპიური თამაშები ზიკას ვირუსის გამო არ გაუქმდება

ბრაზილიაში, რიოს ოლიმპიური თამაშები ზიკას ვირუსის გამო არ გაუქმდება – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიაზე დაყრდობით ავრცელებს.
„ბიბისი“-ს ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ვერ ხედავს.
აღსანიშნავია, რომ 150-მდე საერთაშორისო მეცნიერმა და ექიმმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ღია წერილით მიმართა, რომელშიც ყურადღება ვირუსის გავრცელების მაღალი საფრთხის გამო ოლიმპიური თამაშების გამართვის არამიზნობრიობაზე გაამახილა.
წერილის ავტორების განმარტებით, თამაშების სანახავად ბრაზილიაში 500 ათასზე მეტი ტურისტი ჩავა, რომლებიც ვირუსის პოტენციური გამავრცელებლები შეიძლება გახდნენ და დაავადება ისეთ ქვეყნებში ჩაიტანონ, სადაც ზიკას ვირუსი ჯერ კიდევ არ არის გავრცელებული.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მეცნიერების მოსაზრებას არ იზიარებს და ოლიმპიური თამაშების გადადების აუცილებლობას ვერ ხედავს.
კომიტეტის განმარტებით, ვირუსი უკვე 60 ქვეყანაშია გავრცელებული და ამ ქვეყნების მოქალაქეები გამუდმებით მოგზაურობენ, ამიტომ ოლიმპიური თამაშები ვირუსის გავრცელების მიზეზი არ შეიძლება გახდეს.
ბრაზილიაში ოლიმპიური თამაშები მიმდინარე წლის 5-დან 21 აგვისტოს მონაკვეთში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები