ამერიკელი საზღვაო ქვეითი იაპონელი ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

ამერიკელი საზღვაო ქვეითი იაპონიაში, ოკინავას კუნძულზე იაპონელი ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ამერიკის სამხედრო მეთაურობამ ოკინავაზე განლაგებულ ბაზებზე კომენდანტის საათი გამოაცხადა, რომელიც 30 დღის მანძილზე იმოქმედებს.
ამ პერიოდის განმავლობაში გაუქმებულია ყველა გასართობი ღონისძიება. სამხედროებს ბაზების გარეთ ალკოჰოლის მოხმარება ეკრძალებათ.
რამდენიმე დღის წინ პოლიციამ ამერიკელი სამხედრო დააკავა, რომელიც 20 წლის ახალგაზრდა იაპონელი ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ქალი აპრილის დასაწყისში გაუჩინარდა. ამერიკელმა სამხედრომ უკვე აცნობა გამომძიებლებს თუ სად დამალა მან ცხედარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები