პაკისტანში პრეზერვატივების და კონტრაცეპტივების რეკლამა აიკრძალა

პაკისტაბნბში პრეზერვატივების და კონტრაცეპტივების ნებისმიერი სახის რეკლამა აიკრძალა, ასევე აკრძალულია ტელე-და რადიოეთერში ოჯახის დაგეგმვის ნებისმიერი რეკლამა.
პაკისტანის სახელმწიფო მედიარეგულირების სამსახურის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც ხელისუფლებას მრავალმა ადამიანმა მიმართა, რომ ეს რეკლამა ბავშვებში არაჯანსაღ ინტერესს იწვევს.
მოსახლეობის რაოდენობით პაკისტანი მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. გაეროს მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის მესამედს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან წვდომა არ აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები